SANITAS
სამედიცინო ცენტრი
კომპანიის შესახებ
სამედიცინო ცენტრი „SANITAS“ დაფუძნდა 1995 წელს ქალაქ ბათუმში.
ცენტრის საქმიანობა უზრუნველყოფს მრავალპროფილურ სამედიცინო მომსახურებას. „SANITAS“-ში ინდივიდუალური მიდგომაა თითოეული პაციენტისადმი. პაციენტების ჯამრთელობა და კარგი განწყობა - ჩვენი სამუშაოს ძირითადი ფასეულობებია.
სამედიცინო ცენტრში მუშაობენ მაღალკვალიფიციური, მრავალწლიანი სამედიცინო გამოცდილების მქონე სპეციალისტები. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით.
ჩვენი ექიმები მუდმივად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში თავისი პროფესიული დონის ასამაღლებლად.
"SANITAS" განკუთვნილია როგორც სამედიცინო, ისე სასწავლო მიზნებისათვის. ჩვენთან საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლობენ ასპირანტები სტომატოლოგიურ თერაპიას და დერმატო-ვენეროლოგიას.
სამედიცინო ცენტრის ახალი შენობა ერთდროულად სხვადასხვა დაავადების მქონე მრავალი პაციენტის მიღების საშუალებას იძლევა. ჩამოსულ სტუმარს სამედიცინო ცენტრი უზრუნველყოფს სრული პანსიონით. ჩვენს პაციენტებს ვთავაზობთ 2-, 3-, 4- და 5-ადგილიან კეთილმოწყობილ ოთახებს.
ასე რომ, ბათუმში თქვენი შედეგიანი მკურნალობა შეიძლება გადაიქცეს საკურორტო დასვენებად მთელი ოჯახისათვის.
მეთოდ-ოთახი, აუზი, აბაზანები და ჰიდროპროცედურები ყველა ასაკობრივ ჯგუფზეა გათვალისწინებული.
კვება - სამედიცინო დასკვნისა და ასაკის გათვალისწინებით.
ტალახით მკურნალობა და პუვა-თერაპია (PUVA) - ეს არის ცენტრის სამედიცინო მომსახურებაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი.
დაგეგმილია პაციენტთა კონსულტაციები მოწვეულ ქართველ და უცხოელ საუკეთესო სპეციალისტებთან.
კონსულტაციისთვის წინასწარ უნდა დაჯავშნოთ რიგი იმ ტელეფონებით, რომლებიც ამ საიტის „კონტაქტებშია“ მითითებული.
ყურადღება!
საკურსე და სამკურნალო საგზურის შესაძენად, აგრეთვე, მოწვეულ სპეციალისტებთან კონსულტაციისთვის აუცილებელია თან იქონიოთ:
1. პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
2. ფორმა-100 სამედიცინო დაწესებულებიდან.